ირაკლი ღარიბაშვილის პრესსამსახური ავრცელებს პრემიერის განცხადებას, რომელშიც ნათქვამია რომ დღეიდან სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება იზრდება და 150 ლარს შეადგენს. პროგრამა 215 ათასზე მეტ ბავშვს შეეხება, რისთვისაც სახელმწიფო 341 მილიონ ლარს გამოყოფს.
“ჩვენი შვილების უკეთეს მომავალზე ზრუნვა, მათი განვითარების, ჯანმრთელობის, სრულფასოვან მოქალაქეებად აღზრდის პირობათა შექმნა საქართველოს ძლიერების წინაპირობა და, ამდენად, ჩვენი ხელისუფლების უმთავრესი ამოცანაა.
ამ მიმართულებით ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ არაერთი რეფორმა და პროექტი განვახორციელეთ. შარშან ჩვენ გავაორმაგეთ სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება; დღეიდან, დახმარება კიდევ იზრდება და 150 ლარს შეადგენს. პროგრამა 215 ათასზე მეტ ბავშვს შეეხება, რისთვისაც სახელმწიფო 341 მილიონ ლარს გამოყოფს. ბავშვთა სიღარიბის შესამცირებლად, მათი განვითარების უზრუნველსაყოფად ჩვენი ძალისხმევა კვლავაც გაგრძელდება და გაძლიერდება.“– წერს ღარიბაშვილი.