დღეს 12:00 საათზე “სინოვაკის” ვაქცინაზე რეგისტრაცია დაიწყება

დღეს, 21 მაისს, 12:00 საათიდან საქართველოში”სინოვაკის” ვაქცინის მისაღებად რეგისტრაცია იწყება.

რეგისტრირებული მოქალაქეებისთვის ვაქცინაცია 24 მაისიდან დაიწყება.

ცნობისთვის, ჩინური წარმოების “სინოვაკი”, ისევე როგორც “სინოფარმი, ტრადიციულ მეთოდზე დამყარებული ვაქცინაა, რომელიც 18 წელს გადაცილებული ადამიანების ასაცრელად გამოიყენება.

“სინოვაკის” შემთხვევაშიც, მოქალაქეებმა 21 დღის ინტერვალით, ვაქცინის 2 დოზა უნდა მიიღონ.

აცრისთვის ვიზიტის დასაჯავშნად ეწვით ვებ გვერდს booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ცხელ ხაზზე – 1522.