ოპოზიციური კოალიცია დღეს, რუსთაველის გამზირზე, 19:00 საათზე აქციას გამართავს და მხარდამჭერებს სამოქმედო გეგმას გააცნობს.
ნიკა მელიამ განცხდებით, ბრძოლა ახლა იწყება.
“გუშინ ბრძოლა არ დასრულებულა, გუშინ ბრძოლა დაიწყო. არცერთი თავმოყვარე საქართველოს მოქალაქე, იმის შემხედვარე, რასაც გუშინ ადგილი ჰქონდა, არ აპირებს შეგუებას. აპირებს ურყევ ბრძოლას, ძალიან მშვიდობიანად, მაგრამ ძალიან მტკიცედ. იმისთვის რომ კონკრეტული გეგმა გაგაცნოთ, დღეს საღამოს 19:00 საათზე გელოდებით რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, რათა ამ კონკრეტულ გეგმაზე ჩვენ ერთმანეთს ვესაუბროთ.
არავის ჰქონდეს იმის ილუზია, რომ გაყალბებული, ძალადობრივი, სულში შეურაცხყოფამიყენებული გზით მოპარული არჩევნები რომელიმე ხელისუფალს, მით უმეტეს ბიძინა ივანიშვილს შერჩება. გელოდებით ყველას მეგობრობა. ბრძოლა გუშინ არა თუ არ დასრულებულა, არამედ ბრძოლა დაიწყო”,- ამბობს ნიკა მელია.