ყოველი წლის 7 მაისს თბილისში აუცილებლად წვიმს. ამ თქმულებას თავისი ისტორია აქვს. “ტფილისის ჰამქრის” ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნებული ჩანაწერის თანახმად, ეს ძალიან ძველი რწმენის გამოძახილია.
“დღეს 7 მაისია! ამ დღეს თბილისში ყოველთვის წვიმს. არც წლევანდელი წელი იქნება გამონაკლისი.
თბილისური ტრადიციის მიხედვით 7 მაისს თბილისში თუ არ იწვიმებდა ეს ავისმომასწავებელ ნიშნად მიიჩნეოდა.2015 წელს 7-ში არ უწვიმია.. სამაგიეროდ, 13 ივნისს იწვიმა….
არც შარშან იწვიმა და კი ვართ სახლში გამოკეტილები. წელს თბილისი არ მოგვატყუებს!
ტფილისში ასეთი ჩვეულება იყო: ახალგაზრდა ქალიშვილები იკრიბებოდნენ საცხოვრებელი სახლების ბანებზე და ეზოებში. მთელი დღე მღეროდნენ, ცეკვავდნენ და მხიარულ საუბარში ატარებდნენ დროს. თან ცისკენ იმზირებოდნენ. არსებობდა ასეთი რწმენა, რომ 7 მაისს საღამოს აუცილებლად უნდა მოსულიყო წვიმა, ბედნიერების წვიმა! ამიტომ ამ წვიმით თმებს ისველებდნენ, რომ ეს ბედნიერება საკუთარ თმებში შეეშროთ…:))) ვისაც მიამიტური ტფილისი გიყვართ, დღეს თქვენთვის იწვიმებს!”