დღეს ბაიდენი, სავარაუდოდ, აშშ-ში რუსული ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის იმპორტს აკრძალავს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, სავარაუდოდ, დღეს აკრძალავს რუსეთის ნავთობის, ბუნებრივი აირისა და ნახშირის იმპორტს აშშ-ში. ამის შესახებ ინფორმაციას CNN სამ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

აშშ ამ გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად, ცალმხრივად მიიღებს, ევროპელი მოკავშირეების გარეშე, ამ ქვეყნებში არსებული უთანხმოების გამო.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ქვეყნები უფრო მეტად არიან რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებული, ვიდრე ამერიკა.

ბაიდენი ამის შესახებ განცხადებას სავარაუდოდ 10:45-ზე გააკეთეს (საქართველოს დროით 19:45-ზე).