პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ დღეს, მოლაპარაკებებზე გამოჩნდება, “ვის უყვარს ქვეყანა”.
ის იმედოვნებს, რომ დღეს ოპოზიცია და ხელისუფლება შეთანხმებას შეძლებენ.
„დღეს გამოჩნდება, ვის უყვარს ქვეყანა, ვის შეუძლია თავისი პირადი ინტერესი და პარტიული ინტერესი უკან დახიოს და დააყენოს ქვეყნისა და ერის ინტერესი წინ. ჩამოსულია ის პატიოსანი კაცი, ბატონი დანიელსონი და იმედია, წინა ვიზიტისგან განსხვავებით, ხელცარიელი არ წავა და შეძლებს ჩვენს შერიგებას“, – განაცხადა ელისაშვილმა.
დღეს კრისტიან დანიელსონი მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ სპექტრს გაერთიანებულ ფორმატში შეხვდება. მისი შეხვედრა 1 საათით გადაიდო და 17:00 საათზე დაიწყება.