დღეს დავინახე მიშა, რომელიც ზრუნავს, არა თანამდებობაზე არამედ ქვეყნის უკეთეს მომავალზე – თინა ბოკუჩავა

“დღეს დავინახე მიშა, რომელიც ზრუნავს, არა თანამდებობაზე არამედ ქვეყნის უკეთეს მომავალზე”- ამის შესახებ, ენმ-ის ერთ-ერთმა წევრმა თინა ბოკუჩავამ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ციხეში მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

“დღეს მე დავინახე მიშა რომელიც ყველაზე მეტად უყვარდა ქართველ ხალხს, რომელიც უზომოდ არის შეყვარებული საკუთარ ქვეყანაზე და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალზე ზრუნავს, არა თანამდებობაზე, არა საკუთარ თავზე, არა კომფორტზე, არა პრივილეგიებზე, არამედ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ ქვეყანაზე. დღეს ვარ დარწმუნებული რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ, პრეზიდენტი საააკაშვილი ელოდება ამ გამარჯვებას!

მე ძალიან ვეცადე ჩემი მოკრძალებული აზრი მისთვის მომეხსენებინა რომ შიმშილობა არ არის მიზანშეწონილი. მესმის რომ ის თავს თვლის პოლიტიკურ პატიმრად და არის კიდეც რომ ეს ბრალი და ჯავრი არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ მოტივით წარდგენილი. თუმცა მისი გადაწყვეტილებაა რომ მან გააგრძელოს შიმშილობა.”- განაცხადა ბოკუჩავამ.