დღეს ისტორიული დღეა. ჩვენ ვაბრუნებთ ხერსონს. დღეს ჩვენი დამცველები ქალაქის გარეუბანში არიან. მაგრამ სპეცრაზმი უკვე ქალაქშია. ხერსონელები ელოდნენ. არასოდეს უთქვამთ უარი უკრაინაზე. უკრაინის იმედი ყოველთვის მართლდება – და უკრაინა ყოველთვის აბრუნებს საკუთარს. და მაშინაც კი, როცა ქალაქი ჯერ ბოლომდე არ არის გასუფთავებული მტრისგან, ხერსონელები თავად აშორებენ ქუჩებიდან და შენობებიდან რუსულ სიმბოლოებს და დამპყრობლების კვალს, ასე იყო ჩვენი დამცველების მიერ გათავისუფლებულ ყველა სხვა ქალაქში. ასე იქნება იმ ქალაქებში, რომლებიც ჯერ კიდევ ელოდებიან ჩვენს დაბრუნებას. უკრაინა მივა თავის ხალხთან.
ვლადიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვიდან