დღეს მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციის წარმომადგენლები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდებიან. შეხვედრები ინდივიდუალურ რეჟიმში ჩატარდება.
საუბარი სავარაუდოდ შეეხება „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებს. ოპოზიციის ნაწილი პრეზიდენტისგან ითხოვს, ამ ცვლილებას ვეტო დაადოს.
გავრცელებული ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილს უკვე შეხვდა პარტია “გირჩის” ლიდერი იაგო ხვიჩია. მისი თქმით, შეხვედრაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განხორციელებული ცვლილებები განიხილეს.