დღეს პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს “მინისტრის საათის” ფორმატში მოუსმენენ. ის დეპუტატებს სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ მოხსენებას წარუდგენს, შემდეგ კი შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება.
“მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერის, ლევან იოსელიანი განცხადებით, მათ მინისტრთან საკმაოდ მწვავე კითხვები ექნებათ.
“გვექნება კრიტიკული, მწვავე კითხვები, რადგან არის დაგროვილი საზოგადოებაში ეს კითხვები და ჩვენ მათ დავსვამთ. არასასურველ კითხვებს, როგორც წესი, გაურბიან, მაგრამ კითხვები იმისთვის არის, რომ აუცილებლად დაისვას და პარლამენტი იმისთვისაა, რომ აქ დაისვას ეს კითხვები,”-აცხადებს იოსელიანი.