დღეს რუსთავში “ოცნება” დამარცხდა! თავმჯდომარე ოპოზიციამ აირჩია – მელია

ნაციონალოური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია ეხმიანება რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარედ გახარიას პარტიის წევრის არჩევას და მიესალმება ოპოზიციის მიერ მიღწეულ ურთიერთშეთახმებას.

“რუსთავში დღეს ქართული ოცნება დამარცხდა! – მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციური ძალები ერთმანეთში ბევრ რამეზე ვერ ვთანხმდებით, მთავარი და საკვანძო საკითხი ყველგან რეჟიმის დასუსტება და მისთვის ბერკეტების გამოცლაა!

რუსთავში თავმჯდომარე ოპოზიციამ აირჩია. მანამდე იგივე მოხდა ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში. დარწმუნებული ვარ სენაკსა და ზუგდიდშიც დამარცხდება ოცნება და აუცილებლად ბათუმშიც.

ასე ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა შევამციროთ ოცნების შანსები მოსყიდვით, დაშინებით და შანტაჟით აკონტროლოს ჩვენი ქალაქები და სოფლები! ოპოზიცია ერთიანი უნდა იყოს ამ საქმეში!”,– წერს ნიკა მელია.

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე პარტია “საქართველოსთვის” წევრი, ნოდარ შეროზია გახდა. შეროზიას ხმა თავისი პარტიის სამმა წევრმა და „ნაციონალური მოძრაობის” 15-მა დეპუტატმა მისცა.