დღეს, 28 თებერვალს, საქართველოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში შარლ მიშელი ქვეყნის პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს და ასევე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდება.
როგორც ცნობილია, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოში 2 მარტამდე დარჩება და ვიზიტის ფარგლებში საოკუპაციო ხაზსაც ეწვევა, ასევე, დაესწრება ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალი ოფისის გახსნას.