“დღეს უკრაინაზე ეს ცინიკური შეტევა სრულად აჩვენებს რუსეთის ამაზრზენ არსს” – უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი.
“ახალი წლის ღამეს უკრაინაზე ეს ცინიკური შეტევა სრულად აჩვენებს რუსეთის ამაზრზენ არსს. დანგრეული სახლები, მკვდარი ხალხი და ეს ყველაფერის ფონზე სადღესასწაულო ფეიერვერკით, აჯილდოებენ მსუქანი რუს-გენერალებს. ბოროტების დღესასწაული დიდხანს არ გაგრძელდება. 2023 წელს ყველა სამხედრო დამნაშავე უნდა მიიღოს სასჯელი” – წერს პოდოლიაკი.
ცნობისთვის, დღეს 31 დეკემბერს, რუსმა ოკუპანტებმა უკრაინული დასახლებების მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. არიან დაშავებულებიც და გარდაცვლილებიც.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, აფეთქებების ხმა გაისმა კიევის სამ რაიონში. წინასწარი მონაცემებით, 1 ადამიანი დაიღუპა, 8 კი დაშავდა. ჩამოინგრა სასტუმროს შენობა, კიევის ოლქში გაითიშა ელექტროენერგიაც. ქალაქ ხმელნიცკში რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა.