დღეს, 24 აპრილს, 16:00 საათზე, 13 ქალაქში ნამახვანჰესის მშენებლობის საპროტესტო აქცია გაიმართება.ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ ხელისუფლების პასუხი მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობაა, რასაც აქციებით უპასუხებენ. 23 მაისს მათ აქცია დააანონსეს თბილისშიც.
აქციები გაიმართება შემდეგ ქალაქებში:
- გუმათი — ჰესთან;
- ბათუმი — ერას მოედანზე;
- ქობულეთი — ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე;
- ბოლნისი — ცენტრალურ შესასვლელთან;
- რუსთავი — გმირთა მემორიალის სკვერთან;
- ზუგდიდი — მთავარი მოედანზე;
- ფოთი — რუსთაველის რკალი, კოლხი დედის ძეგლთან;
- წყალტუბო — გასასვლელში მოედანთან;
- ლენტეხი — რაიონში შესასვლელთან;
- ყაზბეგი — სტეფანწმინდის მოედანთან;
- ლანჩხუთი — ჟორდანიას ქუჩაზე;
- თერჯოლა — ცენტრში, საკათედრო ტაძართან;
- რუისი — აგრო ბაზრის მიმდებარედ.