“დღესასწაულებზე რუსები უკრაინაზე მასობრივ თავდასხმებს გეგმავენ ” – აცხადებს სამხრეთ უკრაინის თავდაცვის ძალების ერთობლივი საკოორდინაციო პრესცენტრის ხელმძღვანელი, ნატალია გუმენიუკი.
“ჩვენ ვაკვირდებით მათ გარკვეულ აქტივობას. დიდი ხნის განმავლობაში მათ არ წაუყვანიათ რაკეტმზიდი შავ ზღვაში. ამჟამად არის სამი რაკეტმზიდი, რომელთაგან ორი წყალქვეშა ნავია. შეგახსენებთ, რომ ეს გარკვეულწილად ართულებს რაკეტების გაშვების გამოვლენას, მაგრამ მაინც არ არის შეუძლებელი საჰაერო თავდაცვაზე დარტყმა, ამიტომ მზად ვიქნებით და ვიმოქმედებთ”, – თქვა გუმენიუკმა.