ე.წ სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ნიკა მელიას გამოკითხვაზე იბარებენ. ამის შესახებ, ენმ-ის თავჯდომარე სოციალურ ქსელში წერს და ფოტოებსაც ავრცელებს.
”რეჟიმის პარანოია გრძელდება. სიამოვნებით ჩავიბარებ უწყებას და პირადად, დეტალურადაც მოგიყვებით როგორ დასრულდება ივანიშილის რეჟიმი – მაგას რომ ხედავდე, ნოსტრადამუსობა ნამდვილად არაა საჭირო..
პ.ს. ამ ბატონს წარმოებაში სახელმწიფო გადატრიალების საქმე აქვს..” – წერს ნიკა მელია.