იმ ქვეყნისათვის, რომლის მოსახლეობის უმრავლესობას ევროკავშირში გაწევრიანება სურს და ეს მისწრაფება კონსტიტუციაშია გაწერილი, საერთოდ გაუგებარია, როგორ შეიძლება არსებობდეს ასეთი კანონი და როგორ შეიძლება ასეთი რიტორიკა გამოიყენებოდეს მათ მიმართ, ვინც [ევროკავშირისკენ] ამ გზაზე პარტნიორი უნდა იყოს. საქართველოს მოსახლეობას სურს ევროკავშირის წევრობა და იმ დროს, როდესაც უკრაინა და მოლდოვა იწყებენ მოლაპარაკებებს ამ მიმართულებით, საქართველომ გადაწყვიტა, ამ პროცესიდან განზე გამდგარიყო. მინდა ძალიან მკაფიოდ გითხრათ, თუ ე.წ. გამჭვირვალობის კანონი ძალაში იქნება, საქართველოსთვის ევროკავშირისკენ გზა იქნება დახურული. ეს არ არის მხოლოდ გერმანიის მთავრობის პოზიცია, ეს არის ევროკომისიის პოზიციაც, რომელიც ევროგაერთიანებაში მიღების შუაგულშია.
განაცხადა ამის შესახებ, თბილისში საერთაშორისო კონფერენციის შემდგომ კონფერენციაზე ბუნდესტაგის წევრმა, რობინ ვაგენერმა.