“ამ ე.წ დემარშით, პრაქტიკულად მოითხოვეს სანქციების დაწესება ჩვენი მხრიდან რუსეთის ფედერაციისთვის, რაც იყო ერთგვარი სიურპრიზი. ამ დროის განმავლობაში, როგორც ოპოზიცია, მათ შორის რადიკალური ოპოზიცია, ასევე ჩვენი პარტნიორები ამტკიცებდნენ, რომ ისინი არ ითხოვდნენ სანქციების დაწესებას, თუმცა ახლა ვიხილეთ განსხვავებული მიდგომა,”
“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ევროკავშირის 27 ქვეყნის მიერ საქართველო ეკონომიკის მინისტრისთვის, ლევან დავითაშვილისთვის გადაცემულ დემარშს გამოეხმაურა.