ეგრე არ მითქვამსო – გახელაძის მამასთან ღარიბაშვილმა დაპირება უარყო

“ეგრე არ მითქვამსო”- ზაზა გახელაძის მამა, მიშა გახელაძე, პრემიერმინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ პრემიერმა  საკუთარი დაპირება უარყო. მიშა გახელაძის მამის თქმით, დაპირება, რომ მისი შვილი სახლში 31 მაისამდე დაბრუნდებოდა პრემიერმა უკან წაიღო.

”მაინტერესებდა რას მეტყოდა, ჩავედი ღარიბაშვილთან, რადგან დაგვპირდით, რომ 2 კვირაში ზაზა უნდა გამოსულიყო და ვერ გამოიყვანეთ-მეთქი, თქვენ სხვანაირად გაიგეთო, ალბათ, ეს სიტყვა ეგრე არ მითქვიაო. კონკრეტული არაფერი არ გვითხრა… გვირჩია არ გადავსულიყავით, წამოსვლისას ვუთხარი რახან ვთქვი, მაინც უნდა გადავიდე. 1 წელი ჰქონდათ დრო, რომ რამე გაეკეთებინათ, ამ 1 წლის განმავლობაში ვერაფერი გააკეთეს და მე რაც ვთქვი, გავაკეთებ მაგას”,- ამბობს ზაზა გახელაძის მამა.