ევრობარომეტრის კვლევა, რომლითაც EU-ს მიმართ ნდობა შემცირებულია, GORBI-მ ჩაატარა – Civil.ge

ევრობარომეტრის კვლევა, რომლის მიხედვითაც, საქართველოში ევროკავშირის მიმართ ნდობა 9%-ით შემცირდა და 2025 წლის მარტ-აპრილში 49% შეადგინა – GORBI-მ ჩაატარა.  GORBI სოციოლოგიური კვლევის ორგანიზაციაა, რომელიც სამთავრობო მედია “იმედისთვის” წინასაარჩევნო ეგზიტპოლებს ატარებს.

ინფორმაციას  Civil.ge ავრცელებს და აცხადებს, რომ GORBI-მ მათთან კვლევის საქართველოში ჩატარება დაადასტურა.

ევრობარომეტრის მიერ 3 მაისს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ევროკავშირის მიმართ ნდობა საქართველოში 9%-ით შემცირდა და 2025 წლის მარტ-აპრილში 49% შეადგინა, მაშინ როცა 2023 წლის შემოდგომაზე 58% იყო.