ევროკავშირი არ ცნობს რუსულ პასპორტიზაციას უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე – ბორელი

ევროკავშირი არ ცნობს რუსულ პასპორტიზაციას უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე –  ამის შესახებ, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლმა ჟოზეპ ბორელმა  განაცხადა. ბორელმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ უკრაინის ტერიტორიების სტატუსის შეცვლის ნებისმიერი მცდელობა არის საერთაშორისო სამართლის, გაეროს წესდების და უკრაინის კონსტიტუციის დარღვევა.

  • “ევროკავშირი კატეგორიულად გმობს რუსეთის პრეზიდენტის 25 და 30 მაისის ბრძანებებს, რომლითაც გამარტივდა ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში უკრაინის მოქალაქეებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭების და რუსული პასპორტების გაცემის პროცესი.  ევროკავშირი მკაცრად გმობს რუსეთის ნებისმიერ მცდელობას, შეცვალოს დემოკრატიულად არჩეული და ლეგიტიმური უკრაინის ადმინისტრაციები. ევროკავშირი ასევე გმობს რუსული რუბლის, როგორც უკრაინული გრივნის პარალელური ვალუტის შემოღების მცდელობებს, ასევე რუსული პროგრამებისა და საგანმანათლებლო მასალების შემოტანის მცდელობებს და სასწავლო ენის შეცვლას ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონების სკოლებში, რომლებიც რუსეთის საოკუპაციო შეიარაღებული ძალების უკანონო კონტროლის ქვეშ არის”, – აღნიშნა ბორელმა.