ევროკავშირი მზად არის Pfizer–ის ვაქცინის 1.8 მილარდი დოზა სხვა ქვეყნებს გაუზიაროს

ამ კვირას ევროკავშირი საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს Pfizer–ის კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის 1.8 მილიარდ დოზასთან დაკავშირებით. ბოლო დროს პოლიტიკოსების ლექსიკონში გაჩნდა ტერმინი “ვაქცინური დიპლომატია“, როცა Covid19-თან ბრძოლის ფარგლებში ცალკეული წარმომადგენლები ან მთელი  ქვეყნები ცდილობენ საერთაშორისო არენაზე საკუთარი პოზიციები გაიმყარონ.

ამ შემთხვევაში საქმე ეხება ევროკავშირის განზრახვას გადაყიდოს ან ჰუმანიტარული დახმარების სახით გასცეს დიდი რაოდენობით Pfizer–ის ვაქცინის დოზები ქვეყნებს, რომლებიც მძიმე მდგომარეობაში არიან. თანაც, საუბარია არა მხოლოდ ღარიბ ქვეყნებზე, არამედ იმ ქვეყნებზეც, რომლებიც მზად არიან გადაიხადონ, თუმცა იძულებულები არიან რიგნში იდგნენ და პრეპარატის გადანაწილებას ელოდონ.