Reuters ევროკავშირის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ევროკავშირი მზად არის, საქართველოდან და მოლდოვადან წევრობის შესახებ განაცხადი მიიღოს.
ცნობისთვის, დღეს, 3 მარტს, საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადს ხელი მოაწერა.
“დღეს ისტორიული დღეა საქართველოსთვის – ქვეყნის სახელით ხელს ვაწერ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს, რაც აგრძელებს ჩვენი წინაპრების ძალისხმევას, რომელიც საერთო ევროპულ ოჯახში გაერთიანებისკენ იყო მიმართული”, – თქვა ღარიბაშვილმა.