ევროკავშირი საქართველოში “ტექნიკურ მისიას” გაგზავნის – ამის შესახებ აცხადებს, რადიო თავისუფლების ბრიუსელის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი.
”ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განიხილეს საქართველოს საკითხი. ქვეყანაში გაემგზავრება EEAS/ევროკავშირის კომისიის ოფიციალური პირების “ტექნიკური მისია”. ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში შესაძლოა უფრო ფართო მანდატი მიენიჭოს. ODIHR ევროკავშირის ოფიციალურ პირებს სიტუაციის შესახებ ცნობებს მიაწვდის.” – აცხადებს იოზვიაკი.