ევროკავშირის საბჭომ მხარი დაუჭირა უკრაინისა და მოლდოვასთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა.
ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნების ლიდერებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი უკრაინისა და მოლდოვასთვის სტატუსის მინიჭებას მას შემდეგ, რაც ევროკომისიამ კიევის და კიშინიოვის განაცხადს ოფიციალურად დაუჭირა მხარი.
მედია წერს, რომ მოლაპარაკებები, რომელზეც ევროკავშირის კანდიდატობს სტატუსი წყდებოდა უკრაინისა და მოლდოვასთვის, უფრო რთულად წარიმართა, ვიდრე ელოდნენ. ზოგიერთმა ქვეყანამ გადაწყვიტა განსახილველად გამოეტანა ბოსნიის და ჰერცოგოვინის განაცხადი, თუმცა საბოლოოდ გადაწყვეტილება უკრაინის და მოლდოვასთვის სტატუსის მინიჭების შესახებ, ერთსულოვნად მიიღეს. რაც შეეხება საქართველოს, ევროკავშირის საბჭომ იგივე გადაწყვეტილება მიიღო, რა რეკომენდაციაც ევროკომისიამ გასცა – საქართველო წევრობის კანდიდატის სტატუსს მხოლოდ მას შემდეგ მიიღებს, რაც რეკომენდაციებს შეასრულებს.