ევროკავშირმა გადავიხდით გირაოსო, სად ზიანდება ვინმეს ღირსება? – ელისაშვილი

“ევროკავშირი გეუბნება, გადავიხდით გირაოს ვითარების განმუხტვისთვისო, სად ზიანდება ვინმეს ღირსება?!” – ამის შესახებ პარტია “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. ელისაშვილისთბის გაუგებარია რატომ არ თანხმდება ენმ-ის თავჯდომარე ნიკა მელია გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას.

“ძალიან ღირსეული გამოსავალი შემოგვთავაზა ევროკავშირმა. ვიღაცა კი არ გადაიხდის და ქართული ოცნება კი არ გადაიხდის გირაოს ჩემთვის არის აბსოლუტურად აუხსნელი და გაუგებარი. ევროკავშირი გეუბნება გადავიხდი გირაოს და გამოდი ციხიდან და არა, არ გადამიხადო არავითარ შემთხვევში. ეს არის ხელის აკვრა, ხელის კვრა ევროკავშირისთვის. ვის კრავ ხელს? ევროპის კავშირს? ევროკავშირს, სადაც გვინდა, რომ შევიდეთ? რა არის აქ მორალური საკომპრომისო?! ევროკავშირი რომ გეუბნება, რომ პოლიტიკური შეთანხმების ნაწილი იყოს ვითარების განმუხტვისთვის, ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, რომ ჩვენ გადავიხდით ამ გირაოს თანხას, აქ მორალური კომპრომისი … სად ზიანდება ვინმეს ღირსება, ერთი გამაგებინეთ”- განაცხადა ელისაშვილმა.