ევროკავშირმა ოთხშაბათს გადაწყვიტა გააორმაგოს თანხა, რომელსაც უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის გამოყოფს და ის მილიარდ ევრომდე გაზარდოს.
ევროკავშირის პრეს სამსახურის ინფორმაციით, 28 თებერვალს ევროკავშირმა გადაწყვიტა უკრაინისთვის 500 მილიონი ევრო გამოეყო სამხედრო დახმარებისთვის, ახლა კი კიდევ ამდენივე თანხა დაამატა.
ამ მილიარდი ევროთი ევროკავშირის შეძლებს წლის განმავლობაში უკრაინას როგორც სამხედრო აღჭურვილობა, ასევე იარაღი მიაწოდოს.