“ევროკავშირში უკვე კითხვებს სვამენ, რატომ ვეხმარებით, თუ თავადაც არ სურთ დემოკრატიული რეფორმები “- ამის შესახებ, ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირი “გაწბილებულია”, რადგან აღმოსავლეთ პარტნიორებში დემოკრატიული ცვლილებების განსახორციელებლად ბევრი რესურსი ჩადო თუმცა ამან შედეგი არ გამოიღო.
“ევროკავშირმა აღმოსავლეთ პარტნიორობაში უზარმაზარი ფინანსური რესურსები ჩადო და ალბათ ჩვენი, ბალტიის ქვეყნების ბრალია, რომ ასე მოხდა, რადგან ყველას ეგონა, რომ დემოკრატიული ცვლილებები ისევე რბილად და სწრაფად მოხდებოდა, როგორც ჩვენთან. ჩვენ გაგვიმართლა, რომ არაჩვეულებრივი პოლიტიკური ლიდერები გყავდა იმ რთულ წლებში. სწორედ ამიტომ მგონია, რომ არსებობს დაღლა და გაწბილება და ეს პოლიტიკური კრიზისი უფრო მეტად უწყობს ხელს ამ განწყობებს. ევროკავშირში უკვე კითხვებს სვამენ, რატომ ვეხმარებით, რატომ ვაკეთებთ ამას, თუ თავადაც არ სურთ იმ ქვეყნებს დემოკრატიული რეფორმები”,- აცხადებს, რასა იუკნევიჩიენე.