“ევროკავშირშია გაგზავნილი, თითი დაადეს სამიდან ერთ ვარიანტს” – კობახიძე მაუწყებლობის შესახებ კანონპროექტზე

“ევროკავშირშია გაგზავნილი, თითი დაადეს სამიდან ერთ ვარიანტს” – ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით.

“ეს კანონპროექტი არის გაგზავნილი ევროკავშირში. ვარიანტი შევთავაზეთ, თითი დაადეს სამიდან ერთ-ერთ ვარიანტს და ვიღებთ ამას. დამთავრებული ამბავია. დირექტივაა ევროკავშირის. უხამსობას რაც შეეხება, ჩანაწერი არის ძველი, ეს ჩანაწერი რჩება, როგორც მოქმედებდა წარსულში, ასევე იმოქმედებს დღესაც”,-ამბობს კობახიძე.