ევროკომისიამ “გაზპრომს“ გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა

ევროკომისიამგერმანიის მიერ გაზპრომის ყოფილი ფილიალის ნაციონალიზაცია დაამტკიცა .

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ათი თვის თავზე ევროკომისიამ ნება დართო გერმანიის ფინანსთა ფედერალურ სამინისტროს რუსული „გაზპრომის“ ყოფილი „შვილობილი“ კომპანიის ნაციონალიზაცია მოახდინოს. როგორც ევროკომისიის პრესრელიზშია ნათქვამი, საუბარია გერმანულ ჰოლდინგზე Securing Energy for Europe GmbH (SEEHG), რომელსაც ადრე  Gazprom Germania ეწოდებოდა.

„ევროკავშირის გაერთიანების რეგულაციის შესაბამისად, ევროკომისიამ დაამტკიცა SEEHG-ის შესყიდვა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიერ, რომელიც წარმოდგენილია გერმანიის ფედერალური ფინანსთა სამინისტროს მიერ“, – ნათქვამია განცხადებაში.

ევროკომისია ხაზს უსვამს, რომ რუსული გაზის უმსხვილესი გერმანული იმპორტიორი SEEHG მოითხოვდა მნიშვნელოვანი კაპიტალის ინექციებს მისი გადახდისუუნარობის თავიდან ასაცილებლად.

„კომისიამ დაასკვნა, რომ შემოთავაზებული შესყიდვა არ გამოიწვევს რაიმე სახის კონკურენციის პრობლემების წარმოქმნას, იმის გათვალისწინებით, რომ გერმანიის ხაზინა და SEEHG ჯერ კიდევ არ ოპერირებენ ერთი და იმავე ბაზრებზე ან ვერტიკალურად დაკავშირებულ ბაზრებზე“, დასძინა ევროკომისიამ.

SEEHG ბუნებრივი აირისა და ქვანახშირის საბითუმო ვაჭრობას, ასევე ელექტროენერგიის წარმოებასა და საბითუმო ვაჭრობას ეწევა.

სიტუაცია გაზპრომ გერმანიასთან დაკავშირებით:

უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ, რუსეთის სახელმწიფო მონოპოლიურმა კონცერნმა „გაზპრომმა“ განაცხადა, რომ ის აღარ ფლობს გერმანულ „გაზპრომ გერმანიას“. მან აქტივი  ნაკლებად ცნობილ კომპანიას გადასცა სანქციებიდან გამოსაყვანად.

გერმანიის ხელისუფლებამ, თავის მხრივ, აპრილის დასაწყისში ქსელების ფედერალური სააგენტო (BNetzA) კომპანიის რწმუნებულად დანიშნა , ქვეყნის გაზის მიწოდების უზრუნველსაყოფად.

2022 წლის 15 ივნისს გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ეწინააღმდეგებოდა გაზპრომ გერმანიის სრულ ნაციონალიზაციას, რათა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არ გაებრაზებინათ. გერმანიის ეკონომიკის მინისტრი რობერტ ჰაბეკი კი მხარს უჭერდა „გაზპრომის“ ყოფილი „შვილობილის “ სახელმწიფო კაპიტალთან შეერთებას. შოლცი შეშფოთებული იყო იმის გამო, რომ ამგვარ ნაბიჯს შესაძლოა რუსეთსა და გერმანიას შორის რუსული გაზის იმპორტთან დაკავშირებით ურთიერთობები გაეუარესებინა.