გამოყოფილი დახმარება დაკავშირებულია საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებასთან–კუბილიუსი

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარე, ანდრიუს კუბილიუსი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც საქართველოსთვის Covid19-თან დაკავშირებული კრიზისის შედეგების დაძლევის, ეკონომიკური აღდგენისა და რეფორმების საქმეში ევროკავშირის მიერ გამოყოფილ მრავალმილიონიან დახმარებაზეა საუბარი. ამავე დროს ხაზგასმულია, რომ ეს დახმარება დაკავშირებულია საქართველოს მიერ უკვე აღებული ვალდებულებების შესრულებასთან, მათ შორის საარჩევნო სისტემის რეფორმასა და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით.

გთავაზობთ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებას სრულად:

 

“აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონი ევროპის ნაწილია და ევროკავშირის გეოსტრატეგიულ პრიორიტეტად რჩება. ევროკავშირმა სწრაფად მიიღო არაერთი  ზომა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მხარდასაჭერად  Covid-19-ის პანდემიასთან და მის სოციალურ და ეკონომიკურ შედეგებთან ბრძოლაში . მთლიანობაში ევროკავშირი გამოყოფოს 3 მილიარდ ევროზე მეტს ევროკავშირის სამეზობლოსთვის, საიდანაც 962 მილიონ ევროს მიმართავს აღმოსავლეთ ევროპის რეგიონზე, მათ შორის საქართველოში.

 

როგორც ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარეს ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში, მინდა ყურადღება გავამახვილო უზარმაზარ დახმარებაზე, რომელიც 500 მილიონ ევროს აღემატება და რომელსაც ევროკავშირი და მისი საერთაშორისო პარტნიორები აძლევენ  საქართველოს, რათა მან განახორციელოს რეფორმები, ებრძოლოს Covid-19-ის პანდემიასა და მის სოციალურ და ეკონომიკურ შედეგებს.

 

ამ დახმარების საკვანძო კომპონენტი დაკავშირებულია საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებებთან, განსაკუთრებით კანონის უზენაესობის, კორუფციასთან ბრძოლის, საარჩევნო რეფორმის, ეკონომიკური მმართველობისა და გამჭვირვალეობის საკითხებში. ჩვენ  მზად ვართ დავეხმაროთ საქართველოს, ქონდეს უმაღლესი სტანდარტების სასამართლო სისტემა და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესი. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც  საჭიროა, რომ დავეხმაროთ საქართველოს და მის ხალხს, მაქსიმალური სარგებელი მიიღონ ღია დემოკრატიული მმართველობისგან, ადამიანის უფლებების დაცვისგან, ეკონომიკური ზრდისაგან და კეთილდღეობისგან.

2020 წლის მარტში კრიზისის დასაწყისიდანვე ევროკავშირი იდგა საქართველოს გვერდით. მან დაუყონებლივ დაიწყო გადაუდებელი დახმარება ჯანდაცვის სფეროში, დაუცველი ჯგუფების მხარდაჭერისა და მცირე და საშუალო ზომის საწარმოების ლიკვიდურობის გაზრდისთვის, ჯამური 90 მილიონი ევროს გამოყოფით. საქართველოსთვის გაწეული დახმარება სამედიცინო სფეროში მოიცავდა ხელოვნური სუნთქვის აპარატებს, ლაბორატორიულ აღჭურვილობას, ნიღბებს, სამედიცინო, უსაფრთხოების აღჭურვილობას და  სამედიცინო და ლაბორატორიული პერსონალის მომზადებას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით. მიზნობრივი გრანტები დაეხმარება საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას, სამოქალაქო საზოგადოებას, განსაკუთრებით მათ, ვინც ყველაზე მეტად დაზარალდა კრიზისით, სოციალურ მეწარმეობას, სოციალურ სერვისებს და ადამიანის უფლებების დაცვას.

2020 წლის აპრილში ევროკავშირმა დაიწყო საქართველოს სოციალური და ეკონომიკური  აღდგენის და საჯარო ფინანსების გაძლიერების პაკეტი, რომლის ფარგლებშიც გამოიყო მეორე ტრანში 183 მილიონი ევროს გრანტის ოდენობით.

თანხის ნაწილი დაიხარჯება იმიასთვის, რომ შეუწყოს ქართული ბიზნესებისთვის ლარში საკრედიტო ხაზების ხელმისაწვდომობას და გრანტებზე წვდომას ბიზნესების ხელახლა გადატვირთვისა და გაძლიერებისთვის.  ეს დახმარება განხორციელებულდება  ჩვენს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად, რომლებიც იმუშავენ ადგილობრივ ბანკებთან და საკრედიტო ინსტიტუტებთან. მოლაპარაკებები მიმდინარეობს მსოფლიო ბანკთან, აზიის განვითარების ბანკთან, AFD-ისთან,  KfW-ისთან და ევროპის საინვესტიციო ბანკთან მათ პოლიტიკაზე დაფუძნებული სესხების გაზრდაზე.

აპრილის ბოლოს ევროკავშირმა  მიიღო გადაწყვეტილება დამატებითი მხარდაჭერის სახით 150 მილიონი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფის შესახებ საქართველოს მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის, რომელიც დაეხმარება მოქალაქეებს და შეამსუბუქებს ნეგატიურ სოციალურ-ეკონომიკურ შედეგებს. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ საბიუჯეტო მხარდაჭერისთვის  გამოყოფილი სახსრების ნაწილი მიბმული იქნება საქართველოსთვის სპეციალურ პირობებზე, განსაკუთრებით, მიმდინარე რეფორმების განხორციელებაზე, სამართლის უზენაესობის, სასამართლო და საარჩევნო რეფორმის სფეროებში.

გარდა ამისა, საერთაშორისო სავალუტო ფონდი დათანხმდა, გაეზარდა საქართველოსთვის მიმდინარე პროგრამის მოცულობა 345 მილიონი ევროთი, რომელთაგან 280 მილიონზე მეტი გამოიყოფა 2020 წელს.

მე ვხედავ უპრეცენდენტო მოსალოდნელ გამოწვევებს Covid-19-ის კრიზისის მართვაში, რომელსაც ექნება უდიდესი გავლენა საჯარო და კერძო სექტორზე საქართველოში და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებში უარყოფითი სოციალური და ეკონომიკური შედეგებით. ბევრი ადამიანი დაკარგავს სამუშაოს და ბიზნესს. აქედან გამომდინარე საჯარო ინსტიტუტებმა უნდა გამოიყენონ ყველა სოციალური და ეკონომიკური საშუალება საპასუხოდ, რაც  უდიდეს ხარჯებთან არის დაკავშირებული  არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთლიანად აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში. ევროკავშირი პასუხისმგებლობას იღებს მხარი დაუჭიროს საქართველოს და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს, რომლებმაც აირჩიეს ევროპული ინტეგრაციის რეფორმების გზა.

ჩვენ უნდა განვიხილოთ უფრო გრძელვადიანი დახმარება ევროკავშირისგან მხრიდან ეკონომიკის აღდგენისა და რეფორმებისთვის, შევიმუშავოთ დეტალური ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა საქართველოსთვის ისევე, როგორც დასავლეთ ბალკანეთის რეგიონისთვის.

 

დღეს Covid-19-ის პანდემია, რომელსაც ეკონომიკური კრიზისი მოჰყვა, ყველას გვაყენებს დარტყმას ისე, როგორც არასდროს. ერთადერთი გზა ამ უდიდესი, მოულოდნელი გამოწვევის დასაძლევად ევროპული ოლიდარობაა. ჩვენ კვლავ გვჯერა,  რომ ევროკავშირი აკეთებს ძალიან ბევრს ახლა და უფრო მეტს გააკეთებს მომავალში, რომ დაეხმაროს საქართველოს და მის ხალხს.

მე გულწრფელად იმედი მაქვს, რომ ერთ დღეს საქართველო ჩვენი საერთო ძალისხმევით, მზად იქნება, გახდეს, ევროპის კავშირის წევრი.

მე გულწრფელად მაქვს იმედი, რომ ერთ დღეს საქართველო ჩვენი საერთო ძალისხმევით  მზად იქნება, გახდეს ევროკავშირის წევრი. მჯერა, რომ  როგორც ევროკავშირთან ასოცირებული სახელმწიფო საქართველო აცნობიერებს ამ პასუხისმგებლობას. ჩვენ ვიცით, რომ ეს ადვილი არ იქნება, მაგრამ მზად უნდა ვიყოთ, შევხვდეთ ამ გამოწვევას. განსაკუთრებით დღეს, როდესაც მთელი აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონი უმკლავდება Covid-19-ის კრიზისს, შიდა საქმეებში ჩარევას და დეზინფორმაციის კამპანიას.

ჩვენ ერთად უნდა ვიმუშავოთ ნდობის ატმოსფეროში, რათა დავიცვათ დემოკრატია და მივაღწიოთ ამ მიზანს. ეს ნდობა შეიძლება  დაეფუძნოს მხოლოდ პროგრესს უკვე აღებული ვალდებულებების და დაპირებების შესრულებაში  მათ შორის მათი, რომელზე შეთანხმება მიღწეული იქნა 2020 წლის 8 მარტს  საქართველოს ყველა ძირითად პოლიტიკურ პარტიას შორის.