კალიურანდი: EU-ში გაწევრიანებაზე 2024 წელს საქართველო ვერ მიიღებს თანხმობას

ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდის ამბობს, რომ საქართველო 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანებაზე დადებით პასუხს ვერ მიიღებს, ამიტომ ქართველების მოლოდინების შემცირება მნიშვნელოვანია.

“გულწრფელად ვიტყვი, რომ ევროკავშირის გაფართოებაზე ევროკავშირში კონსენსუსი არ არის, ეს რეალობაა. არ მივაქცევდი ამდენ ყურადღებას წევრობის საკითხს, რადგან ეს არ იქნება რეალისტური ახლო მომავალში. ნაცვლად ამისა, ბევრად მნიშვნელოვანია, ყურადღება მიექცეს უფრო ახლო თანამშრომლობას სექტორული რეფორმებში.

აქ მინდა საქართველო მივულოცო, რომ ახალი სტრატეგიების შემუშავება და ევროკავშირთან შეთანხმება, შესანიშნავია და თქვენ ამას აკეთებთ. ამიტომ, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის ამბიციები შევამციროთ, რადგან თქვენ ვერ მიიღებთ თანხმობას 2024 წელს. უმჯობესია მოლოდინების შემცირება და რეალობის ახსნა”,- ამბობს კალიურანდი კონფერენციაზე “საქართველოს გზა ევროკავშირისკენ”.

ის ასევე აღნიშნავს, რომ ევროკავშირში ჯერ კიდევ არის ზოგიერთი წევრი სახელმწიფო, რომელიც ფიქრობს, რომ 2004 წელს ევროკავშირის გაფართოება შეცდომა იყო.

ცნობისთვის, საქართველოს ხელისუფლება აპირებს, 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი გააკეთოს.