ევროპარლამენტარი, ენმ-ს კონსტრუქციულობისკენ მოუწოდებს

ევროპარლამენტარი, მარკეტა გრეგოროვა საქართველოს მთავრობას შარლ მიშელის მიერ წარდგენილ ახალ დოკუმენტზე ხელმოწერის მზაობის გამო აქებს და ოპოზიციას, განსაკუთრებით ერთიან ნაციონალურ მოძრაობას კონსტრუქციულობისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ის Twitter-ზე წერს.

“ცნობილია, რომ მე ხშირად მკაცრი ვარ საქართველოს მთავრობის მიმართ, ვინაიდან მინდა, რომ საქართველო ევროკავშირთან ახლოს იყოს, თუმცა ამჯერად უნდა შევაქო ისინი შეთანხმების ხელმოწერაზე მზაობის გამო და მოვუწოდებ ოპოზიციას, განსაკუთრებით ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, იყოს კონსტრუქციული და დაეხმაროს საქართველოს სწრაფად ნორმალიზებაში”, — აცხადებს, მარკეტა გრეგოროვა.