„ეს არის პირველი ოფიციალური წერილობითი დოკუმენტი იმ პროცესში, როდესაც ჩვენ ველოდებით შეფასებებს ევროკავშირის მხრიდან, სადაც საუბარია არა თუ წარმატებასა და პერსპექტივაზე, არამედ უკუსვლაზე და რეგრესზე. ასევე ხაზი მინდა გავუსვა, რომ არცერთი საკითხი არ არის დაკავშირებული რაიმე სახის რთული რეფორმების გატარებასთან. კერძოდ, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ ნებასა და სურვილზე დამოკიდებული, რომ ევროპას დავუახლოვდეთ. მაგალითად, ნიკა გვარამიას გამოშვებას დღეს უნდა მხოლოდ სალომე ზურაბიშვილის ნება, სასამართლო რეფორმას უნდა პროპაგანდასთან წინააღმდეგობა, რაც ასევე დოკუმენტში არის აღნიშნული. უკრაინის მხარდაჭერას და იმას, რომ არ მოხდეს სანქციებისგან თავის არიდება, უნდა მხოლოდ პოლიტიკური ნება. ამიტომ, უნდა გვესმოდეს, რომ ამ ხელისუფლებას ეს პოლიტიკური ნება არ აქვს. პასუხისმგებლობა ავიღოთ ჩვენ და კონსოლიდირებულად შევცალოთ ეს ხელისუფლება. [..] ეს ყველაფერი „ქართულ ოცნებას“ ეუბნება, არ გაგივათ ჩვენთან თამაში! თუ თქვენ შიდაპოლიტიკურად თამაშობდით, რომ არ იცით, ვინ არის ოლიგარქი, არ გაგივათ! ჩვენ არ ვაპირებთ, რომ თქვენი ტყუილები კიდევ „ვჭამოთ“. რას გააკეთებს „ქართული ოცნება“? არაფერს, რადგან არ უნდათ. ამიტომ, ჩვენი ამოცანა არის, თავი კი არ მოვიტყუოთ, რომ გავაკეთებინებთ იმით, რომ მწვავედ ვიტყვით რამეს პარლამენტში ან პარლამენტს გარეთ, არამედ, ჩვენი ამოცანა არის მოვახდინოთ სრული კონსოლიდაცია ყველა იმ პროდასავლურ ძალასთან, რომელიც არის უმრავლესობაში ამ ქვეყანაში და ეს ხელისუფლება შევცვალოთ, რაც არის ევროპული არჩევანის პირველი წინაპირობა. არ გამოდის ოლიგარქია ევროპულ პერსპექტივასთან ერთად, ამიტომ კონსოლიდაციის მთავარი ამოცანა არის ხელისუფლების ცვლილება“
ამის შესახებ,პარტია “დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა.