[რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს], მე მქონდა პატივი შევხვედროდი პრეზიდენტ ზურაბიშვილს რამდენიმე წლის წინ თბილისში. ის შთამბეჭდავი პიროვნებაა. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2024 წლის 18 დეკემბერს საქართველოში დემოკრატიული წინააღმდეგობის სახე გახდა, მან ევროპარლამენტს ძლიერი სიტყვით მიმართა, სადაც კომენტარი გააკეთა საპროტესტო მოძრაობაზე, რომელმაც საქართველო მოიცვა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. მან აღნიშნა: “გარკვეული თვალსაზრისით, ჩვენ ვგრძნობთ, რომ 1921 წელს დავბრუნდით, რადგან სცენები მეორდება”. სწორედ ამით აიხსნება ის სიმამაცე და მონდომება, რომლითაც დღეს ქართველი ხალხი რეაგირებს. ისინი ხედავენ იმას, რაც ხდება, როგორც მათი თავისუფლების, მომავლის და გარკვეულწილად მათი დამოუკიდებლობის დაკარგვა.
ქართული ოცნება მიზნად ისახავს ამ პოლარიზაციის გაღვივებას რიტორიკით, რომელიც თავს მშვიდობისა და ტრადიციული ფასეულობების დამცველად წარმოაჩენს, ხოლო ოპონენტებს ე.წ. გლობალური ომის პარტიი სახელით მოქმედი სახელმწიფოს დამნაშავეებად და მტრებად აქცევს. არ შევცდეთ: სალომე ზურაბიშვილი კვლავაც საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტია. ის არის საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელი საერთაშორისო ურთიერთობებში, სანამ ახალი არჩევნები გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში ჩატარდება, რომელსაც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაცია გამართავს, უზრუნველყოფს ჭეშმარიტად სამართლიან და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესს”.
ამბობს ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი ინტერპრესნიუსთან ინტერვიუში.