უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ევროპის ხუთ ქვეყანაში უკრაინის საელჩოებმა მიიღეს სისხლიანი ამანათები, რომლებშიც ცხოველების თვალები იყო.ასეთი შეტყობინებები მიიღეს საელჩოებმა უნგრეთში, ნიდერლანდებში, პოლონეთში, ხორვატიაში, იტალიაში, გენერალურ საკონსულოებში ნეაპოლში (იტალია), კრაკოვში (პოლონეთი) და ჩეხეთში მდებარე საკონსულოში.
“შეფუთვები სპეციფიკური ფერის სითხეში იყო გაჟღენთილი და შესაბამისი სუნი ჰქონდა. ჩვენ ვსწავლობთ ამ შეტყობინების მნიშვნელობას” – აცხადებენ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში.