“გულახდილად უნდა ვილაპარაკოთ: ევროპაში ჯერ კიდევ არიან ფიგურები, რომლებიც მოგვიწოდებენ რუსეთის „გაგებისკენ” და ცდილობენ იგნორირება გაუკეთონ ირანის მსგავსი სახელმწიფოების ტერორისტულ პოლიტიკას. ასეთი ადამიანები არიან სხვადასხვა სფეროში – პოლიტიკაში, ბიზნესში, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და მედიაში. რა იწვევს ამას? პასუხი ერთია: ცოდნის ნაკლებობა. საზოგადოების უმრავლესობაში ცოდნის ნაკლებობაა.”
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის მონაწილეებისთვის ვიდეომიმართვისას განაცხადა.