რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი ეხმაურება გერმანიის მიერ ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის სერტიფიცირების პროცესის შეჩერებას.
მისი თქმით, მალე ევროპელებს ათასი კუბურ მეტრ გაზში 2000 ევროს გადახდა მოუწევთ.
“გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა გაზსადენი ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის პროექტის შეჩერების ბრძანება გამოსცა. მაშინ მოგესალმებით ახალ მსოფლიოში, რომელშიც მალე ევროპელებს ათასი კუბური მეტრი გაზისთვის 2000 ევროს გადახდა მოუწევთ”. – წერს მედვედევი Twitter-ზე.
Deutschlands Bundeskanzler Olaf Scholz hat den Stopp der Zertifizierung der Gaspipeline Nord Stream 2 angeordnet. Na ja. Herzlich willkommen in einer neuen Welt, wo die Europäer bald schon 2000 Euro pro Kubikmeter Gas zahlen werden!
— Dmitry Medvedev (@MedvedevRussiaE) February 22, 2022
გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, გაზსადენი ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის პროექტის წინსვლა ვერ გაგრძელდება. მისი თქმით, რუსეთის ბოლო ქმედებების გათვალისწინებით გაზსადენის სერტიფიცირების პროცესი შეჩერებულია.