ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ ამბობს, რომ მხარეებმა სიტუაციის დიალოგით პოლიტიკური კრიზისის განეიტრალება უნდა შეძლონ.
“ჩემი ვიზიტი არის პოლიტიკური კრიზისის ფონზე, როდესაც გამწვავებული კრიზისია. ეს რა თქმა უნდა, ძალიან აშფოთებს ევროკავშირსაც და მეც პირადად. ევროკავშირი მოუწოდებს ყველა მხარეს, ინტენსიურად იმუშაონ იმაზე, რომ მოხდეს სიტუაციის განეიტრალება. ჩვენი შეხვედრის დროს მოვუწოდებ ამ მოქმედებისკენ, პასუხისმგებლიანი მოქმედებისკენ, დიალოგისკენ პოლიტიკურ მხარეებს შორის ოპოზიციასთან და მთავრობასთან. მე საშუალება მექნება, რომ შევხვდე და მქონდეს გულწრფელი საუბარი პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და ოპოზიციური პარტიების ხელმძღვანელებთან”,– ამბობს შარლ მიშელი პრესკონფერენციაზე, რომლის სინქრონულ თარგმანს “მთავარი არხი” გადმოსცემს.
მისივე განცხადებით, საქართველომ პოლიტიკური სტაბილურობა ღია დემოკრატიით და თავისუფალი სასამართლოთი უნდა გაამყაროს.
“ვიცი, რომ პოლიტიკური დებატები საჭიროებს აუცილებლად “ლიდერშიფს“, ყველა მხარის ჩართულობას. მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს აქვს ყველა საშუალება, რომ ეს გამოწვევა მიიღოს. რომ მოხდეს ადამიანის უფლებათა დაცვა, პოლიტიკური სტაბილურობა შეიქმნას, რომელიც ღია დემოკრატიით, დამოუკიდებელი სასამართლოთი იქნება გამყარებული. ეს მიზნები ასოცირების ხელშეკრულებაში არის ასახული, რომელიც ძალიან ამბიციურია “, – განაცხადა მიშელმა.