”როდესაც ვსაუბრობთ ქალბატონ ზურაბიშვილზე, მე თუ რამე მახარებს ახლა და ვფიქრობ, ძალიან ბევრი ადამიანი ამ იმედებს კრედიტად გასცემს, ვხედავ, რომ ის ნამდვილად არის შეწუხებული ევროპული მომავლისთვის მიყენებული სერიოზული ზიანით და საფრთხით, რომელიც ჩვენი და მომავალი თაობების მომავალს ამ ხელისუფლების პირობებში დაემუქრა. საბოლოო პოზიცია როგორი იქნება, ეს მხოლოდ ქალბატონმა ზურაბიშვილმა იცის… მიმაჩნია, რომ ყველა ადამიანი, ვინც დღეს სახელმწიფოს მიზნებსა და ამოცანებზე ზრუნავს, ვისთვისაც ძვირფასია სახელმწიფოს ინტერესი და აქედან ამოდის, აცნობიერებს, რომ თუ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ხანგრძლივდება, ჩვენ ევროპაში ინტეგრაციაზე უარს ვიღებთ.”

განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ტვ პირველის ეთერში.