”ევროპული საქართველოს” წევრის ნინო გალახვერიძის განცხადებით, მისი შვილი ”ქართული ოცნების” მხარდამჭერებმა გაიტაცეს. ინფორმაციას ამის შესახებ “ფორმულა” ავრცელებს. როგორც, პარტიის წევრი, აცხადებს, მის 19 წლის შვილს ზაქრო კუსრაშვილს, მმართველი გუნდის მხარდამჭერები რამდენიმე დღის წინაც შეხვდნენ და სცადეს, მასზე ფსიქოლოგიური ზემოქმედება მოეხდინათ.
„ჩემი შვილი დაიკარგა და დახმარება მჭირდება. დამირეკა ერთი საათის უკან და მითხრა, გამიტაცეს დედა, მიშველე რამე, შემდეგ ტელეფონი გაითიშა. ვრეკავ, არსად არ არის ბავშვი. 19 რიცხვში აქ მოვიდა თანასოფლელი მანქანით, გაიყვანა ბავშვი, ელაპარაკა. მოვიდა, ხასიათზე არ მეჩვენა. არიან ყველანი ოცნების ხალხი. არ ვიცი, ბავშვზე რა ზეწოლა მოახდინეს”, – ამბობს გალახვერიძე “ფორმულასთან”.