“გასულ კვირას ევროპულმა საბჭომ გადაწყვიტა საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის საკითხი, ვკისრულობთ ვალდებულებას შემდგომ მხარდაჭერაზე, რათა წინ წავწიოთ ეს პროცესი მეტად საჭირო რეფორმების განსახორციელებლად, – ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, „ტვიტერზე“, მადრიდში, ნატოს სამიტის მიმდინარეობისას საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შესახებ წერს.
შარლ მიშელი აღნიშნავს, რომ შეხვედრისას საქართველოს პრემიერ-მინისტრს კვლავ დაუდასტურა ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისა და სუვერენიტეტისადმი.
„საქართველოს პრემიერ – მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს კვლავ დავუდასტურე ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. ეს ნამდვილად გეოსტრატეგიული მომენტია.“– წერს შარლ მიშელი
With PM @GharibashviliGe reaffirmed EU’s support to Georgia’s territorial integrity and sovereignty.
This is a truly geostrategic moment.
Last week #EUCO decided on ??’s EU membership perspective.
We commit further support to advance the process pursuing much needed reforms. pic.twitter.com/ohcYsvVBA5
— Charles Michel (@CharlesMichel) June 29, 2022