ევროსასამართლომ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ საქართველო ისტორიის სწორ მხარესაა – ასე ეხმაურება, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც, დაუშვებლად სცნო ცხინვალის რეგიონში მცხოვრები რუსი ეროვნების რამდენიმე პირის საჩივრები, რომლითაც ისინი ამტკიცებდნენ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომში ქართულმა მხარემ დაარღვია მათი უფლებები. ამის შესახებ ზურაბიშვილი Twitter-ზე წერს.
“ბეკოევა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ” და “შავლოხოვა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ” საქმეებში, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ საქართველო ისტორიის სწორ მხარესაა. სტრასბურგი სასამართლოს გადაწყვეტილება საჩივრების დაუშვებლობის შესახებ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი გამარჯვებაა ჩვენი მშვიდობიანი დეოკუპაციის გზაზე. ” – წერს სალომე ზურაბიშვილი