თბილისში მცხოვრებმა ეთნიკურად სომეხმა მოქალაქეებეებმა “მთავარ არხთან” აქცია მოაწყვეს. მათ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადება გააპროტესტეს.
აქციას სამასამდე ადამიანი ესწრებოდა. ისინი მთავარ არხთან არაღიარებული მთიანი ყარაბაღის, სომხეთისა და საქართველოს დროშებით მივიდნენ. რამდენიმე წუთის განმავლობაში ჩუბინაშვილის ქუჩა გადაიკეტა.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა რომ “მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის სუვერენული ტერიტორიაა და ამას ვერაფერი შეცვლის”.