“ეკლესია და მთავრობა მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც ჩვენი საზოგადოების ინტერესებშია”- კობახიძე

აღდგომამდე დაახლოებით სამი კვირაა. მანამდე ბუნებრივია, ჩვენ ვაკვირდებით პროცესებს, ეპიდემიის განვითარებას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წამომადგენელმა, ირაკლი კობახიძემ ტვ „იმედის“  ეთერში განაცხადა.

„საზოგადოების ინტერესებში არის ის, რომ ეპიდემია არ გავრცელდეს, საფრთხე არ შეექმნას ადამიანების ჯანრმთელობასა და სიცოცხლეს. ასევე, ჩვენი კონსტიტუციური პრინციპია რწმენის თავისუფლება და ესეც უნდა იყოს რეალიზებული. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მივაღწევთ საუკეთესო ბალანსს ამ ინტერესებს შორის. ვფიქრობთ, რომ ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას არანაირი საფრთხე არ შეექმნება და ასევე, უზრუნველყოფილი იქნება ადამიანების რწმენის თავისუფლების რეალიზება. ამ ყველაფერთან დაკავშირებით კონსულტაციების საფუძველზე იქნება მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილებები“, – განაცხადა კობახიძემ.