საქართველოს საპატრიარქო აღდგომამდე ღვთისმსახურების შეჩერებას აპირებს და სააღდგომო წირვასაც სავარაუდოდ მრევლის თანხლებით გამართავს. ჯერჯერობით არ კონკრეტდება საბოლოო გადაწყვეტილების დეტალები, თუმცა უკვე ცნობილია ვნების კვირის მსახურებების განრიგი,სადაც შაბათს 22:00 საათზე სააღდგომო წირვაა ჩანიშნული.
სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება შეხვედრა საპატრიარქოში, სადაც მღვდელმთავრები პატრიარქის პოზიციას გაიგებენ. ჯერჯერობით კი ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები კეთდება , სასულიერო პირების ნაწილი აღდგომის წირვის ჩატარებას მრევლთან ერთად აპირებს და მრევლს ეკლესიაში მისვლისკენ მოუწოდებს, ნაწილი კი მრევლს, კანონის დაცვისაკენ.
“ჩვენი ეკლესია იქცევა ძალიან სწორად, რომ ღვთისმსახურებებს არ ცვლის. არავის ვეძახით, რომ მოვიდეს, მაგრამ ხალხი თვითონ მოდის, ხომ ხედავთ. არ მიმაჩნია სწორად, რომ ღვთისმსახური ხალხის მოსაწონად ლაპარაკობდეს. შეიძლება ძნელია ამის თქმა, მაგრამ თუ მოვიდა ადამიანი, უნდა მიიღო”, – ამბობს ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი.