“ჩვენ სეკულარული სახელმწიფო გახლავართ. თუმცა, მოდი გავმიჯნოთ ერთმანეთისგან ადამიანი, ვისაც შეიძლება ეცვას ანაფორა და არ იყოს მღვდლის ხარისხში ჩვენი ეკლესიისგან. ეკლესიისგან, რომელსაც ჰქონდა აბსოლუტურად ჰუმანური დამოკიდებულება. მან ხალხს მოუწოდა ლოცვისაკენ, მრევლი შეკრიბა სალოცავად, გამოითქვა ცალკეული მღვდელმთავრებისგან ცალკეული მოსაზრებები, რომლებიც აბსოლუტურად არ გახლდათ ქსენოფობიური, პირიქით, იყო მოწოდება ერისა შემწყნარებლობისკენ, ურთიერთშერიგებისკენ. რაც შეეხება ცალკეულ ადამიანებს, რომლებსაც შეიძლება ეცვათ ანაფორა – ეს ჩემთვის მკვეთრად გამიჯნულია ეკლესიისგან”
განაცხადა უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ 5 ივლისის მოვლენებზე.