ეკონომიკის 4-ჯერ გაზრდას ვაპირებ, ივანიშვილმა გაიპუტოს თმები – მიხეილ სააკაშვილი

“ეკონომიკის 4-ჯერ გაზრდას ვაპირებ, ივანიშვილმა გაიპუტოს თმები ნებისმიერ ადგილზე”- ასე მიმართა  საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილმა ქართული ოცნების თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშლს.  სააკაშვილის თქმით, მისთვის ივანიშვილის მთავრობის ყველაზე მთავარი დასჯა საქართველოს სწრაფი განვითარება იქნება, რათა “ისინი ხელმოცარულ ლუზერებად გამოჩნდნენ”.

“ყველაზე მთავარი დასჯა ივანიშვილისა და მისი უახლოესი დამქაშების იქნება საქართველოს სწრაფი განვითარება, რათა ისინი ხელმოცარულ ლუზერებად გამოჩნდნენ, რომლებმაც 8 წელი პლენში ტყვეობაში ამყოფეს ჩემი ქვეყანა. ვაპირებ, შემდეგ წლებში ეკონომიკა ოთხჯერ გავზარდო და მერე ივანიშვილმა გაიპუტოს თმები ნებისმიერ ადგილზე, რადგან დაინახავს, რომ მთელი ეს ლაპარაკი – “ო, ეს მილიარდერი კაცი, ეკონომიკა ესმის, ხალხს მიხედავს, აღმოჩნდა სრული ბლეფი”, – განაცხადა სააკაშვილმა გადაცემა საჯარო პოლიტიკაში საუბრისას.