ელენე ხოშტარია სააკაშვილს სოლიდარობას უცხადებს და შიმშილობას იწყებს

პარტია “დროას” ლიდერი მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის ნიშნად პარლამენტის შენობაში შიმშილობას იწყებს.

“მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის კითხვის ნიშნის ქვეშ ყოფნა 1%-თაც კი არის აბსოლუტურად დაუშვებელი. აქედან გამომდინარე, მე გადავწყვიტე, რომ აქ, პარლამენტში, რომელსაც არ ვაღიარებ, დავიწყო შიმშილობა, იმ მომენტამდე, სანამ მას არ გადაიყვანენ სამოქალაქო კლინიკაში და სანამ მისი ჯანმრთელობის გარშემო გარანტირებულად არ მოიხსნება კითხვები. ეს არის ჩემი ბრძოლის ფორმა”,– თქვა ხოშტარიამ საგანგებო ბრიფინგზე.

მისივე განცხადებით, შიმშილობის პერიოდში მიიღებს მხოლოდ წყალს.