არსებული ინფორმაციით, შიმშილობის მე-6 დღეს, “დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ გონება დაკარგა. მასთან პარლამენტში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა მივიდა.
სასწრაფოს ექიმის თქმით, გონების დაკარგვის გამო სასურველია ის სტაციონარში გადავიდეს.
“ეტყობა წნევის ვარდნის ეპიზოდი ჰქონდა, ჩვენ რომ გავსინჯეთ 120/70-ზე იყო, გლუკომეტრით გავზომეთ, სატურაცია, ყველაფერი ნორმის ფარგლებშია, მედიკამენტოზურ დახმარებაზე უარი განაცხადა, ჰოსპიტალიზაციაზეც. გონების დაკარგვის ეპიზოდი ჰქონდა, სანამ მოვიდოდით, რადგან ჰქონდა ასეთი ეპიზოდი, სასურველია გადავიდეს სტაციონარში,”- განაცხადა სასწრაფო დახმარების ექიმმა.
ცნობისთვის, ელენე ხოშტარია ყველანაირ სამედიცინო ჩარევაზე უარს ამბობს, მათ შორის, გადასხმაზე. ის მხოლოდ წყალს იღებს. ხოშტარია მიხეილ სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანას ითხოვს.